ელექტრონული პორთფოლიო განვათავსე ინტერნეტში. ტრენინგი წარმატებით გავიარე.
დიდი მადლობა ტრენერს სერმან მურჯიკნელს.
დიდი მადლობა ტრენერს სერმან მურჯიკნელს.
1. | პროექტის სახელწოდება: | საქართველოს მინერალური წყლები |
2. | პროექტის მთავარი იდეა: | მოსწავლეები გაეცნონ და გააცნონ საზოგადოებას საქართველოს მინერალური წყლების ისტორიული წარმოშობა, ქიმიური შედგენილობა და ბიოლოგიური მნიშვნელობა. |
3. | პროექტის აქტუალობა: | ეს პროექტი აქტუალურია იმით,რომ მოსწავლეებს უფრო განუვითარდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, შედარების,მონაცემთა ანალიზის,ორგანიზებულობის , შემოქმედობითობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციების, პრაქტიკულ ქმედებათა უნარები. |
4. | პროექტის მიზნები: | პროექტის მიზანია რომ მოსწავლეებმა ისწავლონ გუნდური, წყვილებში მუშაობა, თანამშრომლობა, ჩამოუყალიბდეთ კვლევისა და დასკვნების გამოტანის უნარი. განიხილავენ და მოძებნიან ინფორმაციის წყაროებში საქართველოს მინერალურ წყლებს, დაადგენენ მათ რაოდენობას, ისტორიულ წარმოშობას, ქიმიურ შემადგენლობას, ბიოლოგიურ მნიშვნელობას. |
5. | მონაწილეთა ასაკი: | 13 წელი |
6. | ვადები / ხანგრძლივობა | ორი კვირა |
7. | მოსალოდნელი შედეგები | პროექტის დასრულების შემდეგ მასში მონაწილე მოსწავლეებს აქვთ გაცილებით მეტი ინფორმაცია საქართველოს მინერალურ წყლებზე. მათ მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. გამოუმუშავდებათ უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა,კომუნიკაციის უნარი,უფრო ფართო აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი, ხდებიან უფრო თავდაჯერებულები. |
8. | პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: | პროექტისათვის საჭიროა ენციკლოპედია, აუცილებელია კომპიუტერი, ინტერნეტი, პრინტერი, სკანერი, ციფრული ფოტო და ვიდეო კამერა, თაბახის ფურცლები , ფორმატი, მარკერები, ფლომასტერები. |
9. | პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) | იმის მერე, რაც მასწავლებელი კლასთან ერთად შეარჩევს პროექტის თემას. კენჭისყრით გადანაწილდება დავალებები, ყველამ იცის ვინ რას და როდის აკეთებს და იწყება მასალის მოძიება, რისთვისაც იყენებენ: კომპეტენტური ადამიანების დახმარებას, ინტერნეტს, დამხმარე ლიტერატურას, ფოტოსურათებს და სხვა. |
10. | საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: | მოცემული პროექტის საშუალებით ვახდენთ ქიმია-ბიოლოგიასთან და ისტორიასთან ინტეგრირებას. დაგეგმილი სასწავლო პროექტი პირდაპირ უკავშირდება საგანმანათლებლო სტანდარტსა და შინაარსს: |
11. | პროექტის ხელმძღვანელი: | ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ლალი სოხაძე |
12. | ხელმძღვანელის ელ. ფოსტა |